თავში

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად მძიმეა
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის მდგომარეობა, სხვა დადასტურებულ შემთხვევებთან შედარებით, მძიმეა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, თუმცა მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და დაავადება არ პროგრესირებს. 

განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა, კლინიკურად უფრო მძიმე ფორმაა, რადგან დაავადება გამოუვლინდა ტემპერატურის მატებით - 38,5-ზე მეტია ტემპერატურა. ტემპერატურა გუშინ მერყეობდა 38.5-სა 39.5 შორის. დიაგნოსტირებულია, ლაბორატორიულად დადასტურებულია და დაწყებულია მკურნალობა. გუშინდელი დღის შემდეგ მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია. დაავადება არ პროგრესირებს და იმედი გვაქვს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტი 44 წლის მამაკაცია, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საქართველოში კვირას ჩამოვიდა, რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ინფექციურ საავადმყოფოს კი გუშინ მიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან შემოვიდა. 

ირველად ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა.

მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

გუშინ, კი, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.

სართო ჯამში, დაკვირვების ქვეშ 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

საკარანტინო დაწესებულებაში რჩება 162 ადამიანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system