თავში

კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1310 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 299 038 შემთხვევა.

გარდაიცვალა 12 პაციენტი. სულ, ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილია 3 971 ადამიანი. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 632 პაციენტი, სულ ვირუსისგან განიკურნა 282 869 ინფიცირებული. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 30 241, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 17446, PCR ტესტით - 12795

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,33%, ბოლო 14 დღის - 3,38%, ბოლო 7 დღის - 4,16%

სულ აცრილია - 31019, დღიურად აცრილია - 810. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 308, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, კლინიკურ სასტუმროში - 513 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system