თავში

კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი, ხოლო 1 135 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ქვეყანაში ინფიცირების 335 769 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად კი გარდაცვლილია 4 569 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 316 389 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 25564, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 10888, PCR ტესტით - 14676

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,16%, ბოლო 14 დღის - 4,26%, ბოლო 7 დღის - 4,13%

სულ აცრილია - 105500, დღიურად აცრილია - 3613

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში ეპიდემიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system