თავში

კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი ხოლო 1 489 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ქვეყანაში ინფიცირების 321 919 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად კი გარდაცვილილია 4 281 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 300 989 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 18 662, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9 952, PCR ტესტით - 8 710.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5.71%, ბოლო 14 დღის - 5.84%, ბოლო 7 დღის - 6.71%

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში ეპიდემიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system