თავში

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა
კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

კორონავირსუსს კიდევ ერთი სასულიერო პირი ემსხვერპლა. გარდაცვლილია ბერ-დიაკონი კირიონი. ინფორმაციას "საპატრიარქოს უწყებანი" ავრცელებს.

"ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ბერ-დიაკონი კირიონი (ადეიშვილი).

მამა კირიონი დასვენებული იქნება ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში, 2020 წლის 5 დეკემბერს, 14 საათზე კი იგი დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ-დიაკონ კირიონის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და საძმოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system