თავში

კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ესპანეთში ახალი კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი 65 წლის მამაკაცია.

ცნობისთვის, ეს ესპანეთში ახალი კორონავირუსით საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.

საქართველოს ერთი მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული 21 მარტს გარდაიცვალა.  

გარდაცვალების პირველი ფაქტი  კი 19 მარტს დაფიქსირდა. ახალ ვირუსს ესპანეთში მცხოვრები 74 წლის ქალი ემსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system