
ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე Facebook-ზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, კოვიდით გარდაცვლილთა შორის მისი ექიმი ირინა მიმინოშვილიც არის.
"დღეს 81 ადამიანი წაგვართვა კოვიდმა მათ შორის ჩემი უსაყვარლესი ექიმი ირინა მიმინოშვილი. რა ვთქვა არ ვიცი", - წერს ნინო ზამბახიზე ფეისბუქზე.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსურ გართულებას ემსხვერპლა გარდაიცვალა 81 ადამიანი.