თავში

კორონავირუსთან დაკავშირებით გუბერნატორებთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

კორონავირუსთან დაკავშირებით გუბერნატორებთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
კორონავირუსთან დაკავშირებით გუბერნატორებთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილია დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრების და არასამეწარმეო იურიდიული პირების (აიპ) ხელმძღვანელები შედიან.

გუბერნატორები კი, თავის მხრივ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში სრულ ინფორმაციას აწვდიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარს. ამის შესახებ report.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. 

როგორც სოზარ სუბარმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, სამუშაო ჯგუფები რეგიონებში რეგულარულად იკრიბებიან და მიმდინარე პროცესში აქტიურად მონაწილეობენ.

მისივე თქმით, გაცემულია რეკომენდაცია, სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან ერთად, დროებით შეჩერდეს ყველა ისეთი დაწესებულების მუშაობა, როგორიცაა თეატრი, დახურული ტიპის სპორტული თუ საცურაო კომპლექსები, ასევე - გადაიდოს დახურულ სივრცეში დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები.

“ქვეყანაში მდგომარეობა სტაბილურია, საქართველოს მთავრობა სრულად მართავს პროცესს. არის რეკომენდაცია, რომ გადაიდოს ყველა სპორტული ღონისძიება, რომელიც დახურულ სივრცეში ტარდება. ასევე, თხოვნა გვაქვს კერძო სატრანსპორტო კომპანიებთან, რომ მაქსიმალურად გაუკეთონ დეზინფექცია იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებითაც ისინი მოსახლეობას ემსახურებიან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system