თავში

კორონავირუსთან დაკავშირებით თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას რჩევებს აძლევს

კორონავირუსთან დაკავშირებით თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას რჩევებს აძლევს
კორონავირუსთან დაკავშირებით თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას რჩევებს აძლევს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს კოვიდინფიცირების შემთხვევის დროს გასათვალისწინებელ რჩევებს აძლევს.

"თუ ტესტირების საშუალება არ გაქვს და გაქვს სიმპტომები, რომელიც საერთოა გრიპისთვის და კოვიდისთვის, უნდა ჩათვალო, რომ გაქვს კოვიდი, რამეთუ ასე იქნები უსაფრთხოდ და რომ ჩათვალო გაქვს გრიპი, შეიძლება ვერ იყო უსაფრთხოდ.

ჟანგბადის აპარატების შეძენას მოსახლეობას არ ვურჩევდი, ესეც თვითმკურნალობაა. თვითმკურნალობას კატეგორიულად არ ვურჩევდი - სისხლის გამათხელებლებს, ან ანტიბიოტიკებს, ან სხვა საშუალებებს. თუ მას აქვს საშუალება შეიძინოს ჟანგბადის აპარატი, რა არის ცუდი ამაში, შეიძინოს, მაგრამ არ უნდა იყვნენ ამ ჟანგბადის აპარატის იმედად, თუ განუვითარდათ სუნთქვის გაძნელება, იმიტომ, რომ მათ აპარატი აქვთ, არ უნდა იყვნენ აპარატის იმედად და მათ მაშინვე უნდა მიმართონ კლინიკას.

35-ზე ნაკლები ტემპერატურა კოვიდინფიცირების დროს, უფრო ხშირად ეს არ არის საშიში, ეს დროებითი მოვლენაა, ეს შემთხვევითი მოვლენაა, ერთი საათის შემდეგ რომ გაიზომოს, ნორმალური ექნება და ვურჩევ ასე ქნას. თუ მას მყარად აქვს ასეთი დაბალი ტემპერატურა, ეს შეიძლება იყოს სეფსის სეპთიური გართულების ნიშანი, მაშინ ეს საშიშია," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთან, ინფიცირებულებს თენგიზ ცერცვაძე ურჩევს:

კოვიდინფიცირებულებმა დღეშ 3 ლიტრამდე სითხე, აქედან 2 ლიტრი წყალი, ასევე, სასურველია ვიტამინების, ცე ვიტამინი, დ ვიტამინი, თუთიის მიღება.

ტემპერატურის დამწევი- პარაცეტამოლი ან იბუპროფენი.

სატურაციის კონტროლი.

თუ კუნთების ან სხვა სახის ტკივილი გაქვთ, ტკივილგამაყუჩებელი.

სისხლის გამათხელებლების მიღება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვინმეს აქვს ქვედა კიდურების თრომბოზი, ახალი ნაოპერაციებია, მიდრეკილია თრომბოზებისკენ, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი ექიმის მიერ უნდა დაინიშნოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system