თავში

კორონავირუსზე 14 წლის მოზარდის კონტაქტების კვლევის პასუხები ცნობილია

კორონავირუსზე 14 წლის მოზარდის კონტაქტების კვლევის პასუხები ცნობილია
კორონავირუსზე 14 წლის მოზარდის კონტაქტების კვლევის პასუხები ცნობილია

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული 14 წლის მოზარდის 15 კონტაქტის PCR ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია. - ამის შესახებ report.ge-ს მარნეულის მერის მოადგილემ განუცხადა.

ლაშა ლობჯანიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ სულ 15 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა და მათგან ყველას პასუხი უარყოფითია.

14 წლის მოზარდი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, "მესტიის კლასტერს" მიეკუთვნება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1283 - მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10 - ით გაიზარდა და 1068 - ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7718. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system