თავში

კორონავირუსზე 16 საეჭვო პაციენტის ტესტის პასუხი ცნობილია - VIDEO

კორონავირუსზე 16 საეჭვო პაციენტის ტესტის პასუხი ცნობილია - VIDEO
კორონავირუსზე 16 საეჭვო პაციენტის ტესტის პასუხი ცნობილია   - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა. 

მისი ინფორმაციით, ინფრექციურ საავადმყოფოში 16 საეჭვო პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, თუმცა ყველა მათგანის პასუხი ნეგატიურია. 

"დილის შემდეგ უცვლელი სიტუაცია გვაქვს. 148 დადასტურებული შემთხვევა რჩება აქამდე, ჩვენს კლინიკაში 40 დადასტურებული შემთხვევა იყო და ჩვენთანაც რაოდენობა რჩება უცვლელად. დღეს ტესტირება 16 პაციენტს ჩაუტარდა და ამ 16-დან ყველას პასუხი უარყოფითია. ასევე, როგორც მე ვიცი, გაზრდილი არ არის დადასტურებული რაოდენობა სხვა კლინიკებშიც, იქედან გამომდინარე, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ამ დრომდე მიმდინარეობს კვლევის პროცესი. 

ჩენს კლინიკაში უკვე დაიწყო კვლევის მეორე პროცესი, დილის შემდეგ განმეორებით იქნა აღებული 8 პაციენტის ანალიზი. ამიტომ, როგორც ლუგარის ლაბორატორიის, ისე ჩვენი ლაბორატორიის კვლევის პასუხები  გვექნება გვიან. სიახლეები, სავარაუდოდ, დილისთვის აისახება" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ასევე უცვლელია გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი. 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 27 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში - 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 ადამიანი იმყოფება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system