თავში

კორონავირუსზე სალომე ზურაბიშვილის ტესტის პასუხი ცნობილია

კორონავირუსზე სალომე ზურაბიშვილის ტესტის პასუხი ცნობილია
კორონავირუსზე სალომე ზურაბიშვილის ტესტის პასუხი ცნობილია

საქართველოს პრეზიდენტს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი პერსონალურ "ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს და მასთან სახლში მყოფი ეპიდემიოლოგების ფოტოსაც აქვეყნებს. 

"ტესტი უარყოფითია ! მადლობა ყველას ვინც მომიკითხა" - წერს პრეზიდენტი. 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. პრემიერ-მინსიტრმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

პრემიერ-მინისტრის ინფიცირების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბივილი თვითიზოლაციაში გადავიდა, რადგან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გურამ დოჩანაშვილის სამძიმარზე იმყიფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 18 მარტს, პირდაპირ ეთერში გაიკეთა. პრეზიდენტის ვაქცინაცია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში შედგა. ზურაბიშვილს კორონავირუსის ერთი დოზა აქვს გაკეთებული და განმეორებით ვაქცინაციას ელოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system