თავში

რუსთავის საკრებულოს 17 დეპუტატის პასუხი კორონავირუსზე, ცნობილია

რუსთავის საკრებულოს 17 დეპუტატის პასუხი კორონავირუსზე, ცნობილია
რუსთავის საკრებულოს 17 დეპუტატის პასუხი კორონავირუსზე, ცნობილია

რუსთავის საკრებულოს 17 დეპუტატს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,როგორც ცნობილია, რუსთავის საკრებულოს 17 დეპუტატი და აპარატის თანამშრომლების ნაწილი, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მიმდინარე წლის 10 აპრილამდე თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებოდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ, რომ არც ერთი მათგანის COVID-19 ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გვინდა საზოგადოებას დიდი მადლობა გადავუხადოთ ყურადღებისა და თანაგრძნობისათვის, ვუსურვოთ ჯანმრთელობა და კიდევ ერთხელ ვთხოვოთ, დარჩნენ სახლში და დაემორჩილონ საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესებს.

ჩვენ ყველა ერთობლივი პასუხისმგებლობით შევძლებთ გადავლახოთ არსებული გამოწვევა და მალე დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რეჟიმს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც საკრებულოს ერთ წევრსა და მამამისს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

სანამ ვირუსი დაუდასტურდებოდა, რამდენიმე დღით ადრე, დეპუტატი საკრებულოს სხდომას დაესწრო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system