თავში

ბათუმის აეროპორტსა და სარფის საბაჟოზე კორონავირუსზე უსაფრთხოების ზომები დაცულია

კორონავირუსზე უსაფრთხოების ზომები დაცულია
ბათუმის აეროპორტსა და სარფის საბაჟოზე კორონავირუსზე უსაფრთხოების ზომები დაცულია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის თქმით, კორონავირუსის საქართველოში გავრცელების რისკი დაბალია, თუმცა პრევენციისთვის ყველა ზომა მიღებულია. 

მინისტრის განმარტებით, ბათუმის აეროპორტსა და სარფის საბაჟოზე საგანგებო სიტუაციისა და ჯანდაცვის ცენტრის სპეციალური ჯგუფები მუშაობენ.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, საეჭვო შემთხვევებისთვის მუშაობს სპეციალური ბრიგადა, რომელიც პაციენტს ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანს:

საქართველო შედის მწვანე ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებია ვირუსის შემოტანის საფრთხე ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ზოგადად რისკი მაინც არსებობს, რადგან საზღვრისპირა რეგიონია. სარფის საბაჟოზე მუშაობს საგანგებო სიტუაციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ყველა საეჭვო ტემპერატურის შემთხვევის ან ნიშნების დროს მიმართავენ შემოსული მოქალაქეები და გადიან პირველად კონსულტაციას. უსაფრთხოების ზომები დაცულია აეროპორტშიც. ჯერ შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რადგან თვითონ ამ დაავადებას ახასიათებს ისენტური სიმპტომები, როგორიც ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებს, აქედან გამომდინარე, ზუსტი ამოცნობა შეუძლებელია. მოქალაქეებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გადაიგზავნება სპეციალურ ლაბორატორიაში და შედეგებით ვიმსჯელებთ. ეს არის ის პრევენციული ზომები, რომელსაც ვატარებთ“, - აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ჩინეთიდან ფრენები აიკრძალება და ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება.

ჩინეთიდან ფრენების შეჩერების გეგმა დაადასტურა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამაც.

შეგახსნებეთ, ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის ფარგლებს გარეთაც: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში, გერმანიაში, რუსეთის საზრვართან, თურქეთის აეროპორტში. ჩინეთი ადასტურებს, რომ კორონავირუსი გადამდებია.მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ასევე 16 ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system