
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 259 ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, გამოკვლეულთა შორისაა ცხელების ცენტრის 17 პაციენტი, 33 მედპერსონალი, კარანტინში მყოფი 8 პირი, შსს-ს 166 თანამშრომელი და 35 მძღოლი.
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1182 -მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი და განკურნებულთა რიცხვი 962 -ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.