თავში

კორონავირუსი სომხეთიდან ჩამოსულ სტუდენტებს დაუდასტურდათ - VIDEO

კორონავირუსი სომხეთიდან ჩამოსულ სტუდენტებს დაუდასტურდათ - VIDEO
კორონავირუსი სომხეთიდან ჩამოსულ სტუდენტებს დაუდასტურდათ - VIDEO

დღეს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული სამი ახალი შემთხვევიდან ორის წყარო ცნობილია და ისინი სტუდენტები არიან, რომლებიც სომხეთში სწავლობდნენ და საქართველოში დაბრუნების შემდეგ კარანტინში იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. 

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება დღეს დადასტურებულ კიდევ ერთ შემთხვევას, მისი ინფიცირების წყარო უცნობია და დასადგენად ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება.

,,ჩვენი ცენტრის მონაცემებით, გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა, 2 ახალი დადასტურებული მივიღეთ, გუშინ 2 გაეწერა და ისევ 24 დადასტურებული გვრჩება. ორი ახალი შემთხვევიდან, არც ერთი არ არის მძიმე, ერთთან გვაქვს მსუბუქი პნევმონია, ერთი პნევმონიის გარეშეა. ორივე არის სტუდენტი, რომლებიც სომხეთში სწავლობდნენ, დაბრუნდნენ, კარანტინში იყვნენ და დაუდასტურდათ კორონავირუსი", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

რაც შეეხება ცენტრში მოთავსებულ სხვა პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალო სიმძიმისაა. 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 911 გახდა. შვიდით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და 768 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system