თავში

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განუცხადა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 ახალი პაციენტი შეიყვანეს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

,,8 პაციენტიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. დანარჩენი შვიდი არის ყველა შემოტანილი, მათგან 6 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ჩვენს კლინიკაში 4 კოვიდინიფიცირებული გადმოიყვანეს, ყველა სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ორი არის აზერბაიჯანის მოქალაქე, ერთი არის ბელარუსიის მოქალაქე, ხოლო ერთი ქართველი. ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 939 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 23-მა ადამიანმა დაამარცხა და განკურნებულთა რაოდენობა 817 გახდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system