თავში

კორონავირუსის ახალი შემთხვევების წყარო ცნობილია - VIDEO

კორონავირუსის ახალი შემთხვევების წყარო ცნობილია - VIDEO
კორონავირუსის ახალი შემთხვევების წყარო ცნობილია - VIDEO

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე მათგანის წყარო ცნობილია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, სამი ახალი შემთხვევიდან ორი იმპორტირებულია, ერთი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს.

„გუშინდელი მონაცემებით გვყავდა 914 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ 3 და გვყავს 917 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 776 გახდა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეს კოვიდცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება, 3 ახალ შემთხვევას, აქედან 2 გახლავთ საკარანტინო ზონიდან, ხოლო 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ჩვეს ცენტრში შემოვიდა 2 ახალი პაციენტი და გამოჯანმრთელდა მხოლოდ 1 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, 26 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს ცენტრში. ჩვენთან შემოსული 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის ჩვენს პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირი და მეორე გახლავთ საკარანტინო სივრციდან შემოსული პაციენტი, რუსეთიდან არის შემოსული ჩვენთან, საკარანტინე სივრცეში იყო და იქ დაუდასტურდა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 917 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 776.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანია გარდაცვლილი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system