თავში

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება - VIDEO

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება - VIDEO

თბილისის ინფექციური სააავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი მათ ცენტრშია დადასტურებული.

მისი განმარტებით, აღნიშნული პაციენტების ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

„წყარო არის ეროვნული ბანკი. ეს ორი პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული. ერთ-ერთს აქვს შაქრიანი დიაბეტი, ანუ ერთთან ორმაგი რისკია - ასაკი და თანმხლები დაავადება, მეორესთან მხოლოდ - ასაკი. ამ პაციენტებს დღეს გაფართოებული კვლევები ჩაუტარდებათ და ხვალ შევძლებ ავხსნა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პროგნოზი და გამოსავალი“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ 4 მძიმე პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა დასტაბილურდა. 

"გვრჩება ორი პაციენტი მძიმე პნევმონიით, მაგრამ აქაც შეინიშნება გაუმჯობესება და იმედი მაქვს, რომ მათაც მალე ჩვეულებრივ განყოფილებებში გადავიყვანთ" - განაცხადა ეზუგბაიამ. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 46 გამოჯანმრთელდა. სამი პაციენტია გარდაცვლილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system