თავში

,,კორონავირუსი დამიდასტურდა" - გიორგი ხუხია

,,კორონავირუსი დამიდასტურდა" - გიორგი ხუხია
,,კორონავირუსი დამიდასტურდა - გიორგი ხუხია

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტ გიორგი ხუხიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.

,,დღეს კორონავირუსი დამიდასტურდა. საბედნიეროდ უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მკაცრ კარანტინში ვიყავი და არავის ინფიცირების წყარო არ ვარ.

კარანტინში ყოფნის მეხუთე დღეს დამეწყო დაბალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე და PCR ტესტმა დადებითი აჩვენა.

არ ყოფილა მარტივი ამ ტიტულის მორგება. შორიდან მეც ბევრი სხვა ჩემნაირივით ვფიქრობდი, რომ მოსახდელი ვირუსია. მაგრამ ფაქტის წინაშე ასე სწრაფად დადგომამ ცოტა შემარყია. ასევე, ამ მოცემულობაში ინფიცირებულები განსაკუთრებით სენსიტიურები ვართ გარდაცვლილების შესახებ ნიუსებზე და ნეგატიურ ამბებზე, ამიტომ გაუფრთხილდით ჩვენს ნერვებს.

ყნოსვის და გემოს დაკარგვა არ მესმოდა რას ნიშნავდა და არავის გირჩევთ, ისეთი ცუდი შეგრძნებაა.

დღეს სიმპტომებიდან მეოთხე დღეა. გადმოვედი კოვიდ-სასტუმროში და აქ ვაგრძელებ ცხოვრებას", - წერს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system