
თბილისში, წერეთლის 55 ნომერში მდებარე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თბილისი ენერჯი" ავრცელებს.
,,დაუდევრობა თუ უყურადღებობა? ნებისმიერ შემთხვევაში დედაქალაქში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გადაურჩა აფეთქებას.
დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ობიექტში, ,,თბილისი ენერჯის" სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტებს ასეთი სურათი დახვდათ – რეზინის მილი, არც ერთ დანადგარზე არ იყო დაერთებული, ღია მდგომარეობაში იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა. სასწრაფოდ გადაიკეტა გაზის ონკანები და ფართი განიავდა.
ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ ფართში, ობიექტის თამაშრომლები იმყოფებოდნენ. აღმოჩნდა, რომ გაზის სუნის შესახებ ეს ადამიანები წინა დღეს მეზობელმაც გააფრთხილა. თუმცა, ,,თბილისი ენერჯის" ცხელ ხაზზე შეტყობინება მხოლოდ დღეს შემოვიდა.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ გთხოვთ – გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა და იყავით ყურადღებით. თქვენს ქმედებაზე ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა დამოკიდებული. უარი თქვით კუსტარულ გაზგაყვანილობაზე, მკვლელ, ღია წვის კამერიან დანადგარებზე და არ დატოვოთ დანადგარები უყურადღებოდ", - აღნიშნულია განცხადებაში.