თავში

კორპუსს, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, ორი წლის განმავლობაში დაშლიან

კორპუსს, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, ორი წლის განმავლობაში დაშლიან
კორპუსს, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, ორი წლის განმავლობაში დაშლიან

ბათუმის მერიის ცნობით, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 7-სართულიანი კორპუსი, რომლის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა, მთლიანად ექვემდებარება დემონტაჟს, რისთვისაც 500 000-მდე ლარია გამოყოფილი.

სპეციალისტების შეფასებით, კორპუსი უნდა დაიშალოს ეტაპობრივად, ამიტომაც გამოყოფილი თანხა 2 წელზე გადანაწილდება.

აღნიშნულ კორპუსში 55 ოჯახი ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, მესაკუთრეებს ალტერნატიული ბინები გადაეცემათ. არ არის გამორიცხული ამავე ადგილზე ახალი კორპუსის აშენებაც.

რაც შეეხება მომიჯნავე კორპუსებს, ექსპერტის დასკვნით მათ საფრთხე არ ემუქრება. 

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.

სამივე მათგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system