თავში

კორპუსში ბუნებრივი გაზის აფეთქების ალბათობა არ არის - "თბილისი ენერჯი"

კორპუსში ბუნებრივი გაზის აფეთქების ალბათობა არ არის - "თბილისი ენერჯი"
კორპუსში ბუნებრივი გაზის აფეთქების ალბათობა არ არის - თბილისი ენერჯი

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის ალბათობა არ იკვეთება.

როგორც ირაკლი დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აფეთქების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

"დათვალიერება მოხდა „თბილისი ენერჯის“ მიერ და დათვალიერების შედეგად შემიძლია, გითხრათ, რომ ადგილზე ბუნებრივი გაზის აფეთქების ალბათობა არ არის. თუ რა მოხდა, ამას უკვე გამოძიება დაადგენს და გეტყვით მოგვიანებით", - განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსში პირველ სართულზე აფეთქება კვირას საღამოს მოხდა. ადგილობრივთა თქმით, კორპუსში აფეტქბა სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system