თავში

კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობა ნივთების გამოსატანად შეყავთ - PHOTO

კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობა ნივთების გამოსატანად შეყავთ - PHOTO
კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობა ნივთების გამოსატანად შეყავთ - PHOTO

გურამიშვილის გამზირზე, იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც დღეს, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, პირველადი ნივთების გამოსატანად შენობაში შეჰყავთ. 

კორპუსის მცხოვრებლები საკუთარ ბინებში მაშველების თანხლებით, სპეციალური სიის მიხედვით, რიგ-რიგობით შედიან. შესაბამისი სამსახურები კორპუსიდან გამოსულებს სწრაფად ატოვებინებენ ტერიტორიას. 

როგორც ადგილზე მისულმა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა დაზარალებულებს განუცხადა, მათ მინიმუმ ერთი კვირით მოუწევთ საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, რადგან ჯერ უცნობია, ვარგისია თუ არა კორპუსი საცხოვრებლად. მისივე თქმით შენობაში ამ დროისთვის ყველანაირი კომუნიკაცია გათიშულია. ირაკლი ხელაძის მტკიცებით, შენობა ერთ კვირაში დასუფთავდება. 

გამგებელთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი. მისი თქმით, კონკრეტულმა კომპანიამ აიღო საკუთარ თავზე კორპუსის გაწმენდითი სამუშაოები: 

"კონკრეტული კომპანია ჩაატარებს კორპუსის გამწნედით სამუშაოებს, ასევე აღდგენით სამუშაოებს. ახლა, ამ ეტაპზე, მთავარია, დაბინავდეს ევაკუირებული 77 ოჯახი" - განაცხადა ყაველაშვილმა. 

როგორც ადგილზე მისულმა თბილისის მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, სასტუმროების მოძიების პროცესი დასრულებულია და მოსახლეობა მალე დაბინავდება: 

"სასტუმროების ძებნის პროცესი დასრულებულია, ნაწილი გადასულია, დანარჩენებიც მალე დაბინავდებიან. ამ წუთებშუ კორპუსის მდგრადიბის შემოწმება მიმდინარეობს" - განაცხადა მერიის თანამშრომელმა. 

საცხოვრებლად ვარგისია თუ არა დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს გურამიშვილის გამზირზე მისულმა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განუცხადა.

როგორც ილია ელოშვილი განმარტავს, მას შემდეგ, რაც კორპუსის მდგრადობაზე ლაბორატორია დასკვნას გასცემს, მცხოვრებლებს საკუთარი ნივთების აღება შეეძლებათ.

„დაშავებულია 4 ადამიანი, აქედან ერთი მძიმედაა. რაც შეეხება მცხოვრებლებს, 77 ოჯახია ამ კორპუსში, ყველა ევაკურიებულია, გამგეობა მზადაა, დაჯავშნილია სასტუმროები, რომ დაუყოვნებლივ გაიყვანონ, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს. სამმა ოჯახმა უკვე გამოთქვა სურვილი და გადაყვანილია სასტუმროებში. რაც შეეხება შენობას, ჩვენი ლაბორატორიის მიერ მდგარდობაზე შემოწმება მიმდინარეობს. ამ პროცესში ასევე ჩაერთვება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. იმედი მაქვს, დღის ბოლომდე მოსახლეობას ვაცნობებთ, იქონია თუ არა უარყოფითი გავლენა აფეთქებამ შენობის კონსტრუქციულ მდგარდობაზე და შესაბამისად, ვიმოქმედებთ. როგორც კი ლაბორატორია იტყვის, რომ უსაფრთხოა ამ კორპუსში როგორც შესვლა, ასევე ცხოვრება, ამ შემთხვევაში მოხდება მცხოვრებლების დაშვება იმისთვის, რომ ან პირადი ნივთები გამოიტანონ, ან გააგრძელონ ცხოვრება“, - განაცხადა ელოშვილმა.

მისივე განცხადებით, აფეთქების შედეგად მიყენებული ზიანი მოსახლეობას აუნაზღაურდება.

„ვცდილობთ, რომ დღის ბოლომდე მაქსიმალურად გვქონდეს სურათი, რამდენად უსაფრთხოა შენობა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, გამგებობა მობილიზებულია და ყველა დაზარალებულს ექნება საშუალება, რომ დროებით სასტუმროებში გადავიდნენ. რაც შეეხება სამომავლოდ, ყველასთვის იქნება დახმარება აღმოჩენილი და ის ზიანი, რაც მათ მიადგათ, ანაზღაურებული იქნება. აფეთქება მეოთხე სართულზე მოხდა, ასევე გავლენა იქონია წინა სახლზე, ძირითადად, ქვედა სართულებია დაზიანებული“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system