თავში

კოსტა რიკამ გვაჯობა - გიორგი ფხაკაძე

კოსტა რიკამ გვაჯობა - გიორგი ფხაკაძე
კოსტა რიკამ გვაჯობა - გიორგი ფხაკაძე

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ (მონღოლეთი, ბაჰრეინი, ჩილე, ინდობეზია, ურუგვაი, კოსტა რიკა, სეიშელის კუნძულები…. და კიდევ სხვა) სხვადასხვა კონტინენტზე უკვე ოფიციალურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ნაკლებეფექტური ვაქცინები არ არის გამოსავალი ახალი “დელტა” (ინდოეთში პირველად დადასტურებული) ვარიანტის წინააღმდეგ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანამ მხოლოდ მაღალეფექტური ვაქცინები გამოიყენოს. 

"კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პირად პოზიციას: საქართველოსთვის მინდა მხოლოდ „ფაიზერი“ ან „მოდერნას“ ვაქცინები და სხვა ვაქცინების შემოტანა არც უნდა განიხილებოდეს, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე ახალი, ასეთივე ეფექტური ვაქცინა არ გამოჩნდება. ვაქცინაცია აუცილებელია მხოლოდ მაღალეფექტური ვაქცინებით.„სინოვაკის“ ვაქცინის ეფექტურობა არის მხოლოდ 50.7% ესეც რომელ შტამზე, ზუსტად არ ვიცით, სავარაუდოდ, ვუჰანურ პირველ ვარიანტზე. სამწუხაროდ, „ფაიზერს“ ვერ ვადარებ პირდაპირ, ვინაიდან „სინოვაკის“ ვაქცინის კვლევები არ არის გამჭვირვალე ;( მაგრამ დამოუკიდებელმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ბრიტანული შტამის წინააღმდეგ 94%-ით ეფექტურია…Costa Rica, კოსტა რიკამ უარი თქვა „სინოვაკის“ ვაქცინაზე, ვინაიდან ის არასაკმარისად ეფექტურია. 

კანონმდებლობით მინიმუმ 60% ეფექტური უნდა იყოს ვაქცინა, სინოვაკი კი 50.7% ეფექტურობას აჩვენებს.. საქართველოს ვაქცინაციის გეგმა წაიკითხეთ?! კოსტა რიკამ გვაჯობა…

Uruguay , ურუგვაის მთავრობის კვლევამ აჩვენა, რომ „სინოვაკი“ 61%-ით ეფექტურია. სხვათა შორის, ურუგვაის სტატისტიკა საქართველოსას წააგავს 318,783 რეგისტრირებული კოვიდინფიცირებული და 4692 კოვიდგარდაცვლილი, მაგრამ განსხვავება ვაქცინაციაში კი ის არის, რომ 52% მოსახლეობისა ვაქცინირებულია ერთი დოზით.დასკვნა:

საქართველოსთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, გამკაცრდეს სამედიცინო პირბადის გამოყენება და 2- მეტრიანი დისტანცია.

ყველა რესურსი უნდა იქნას გამოყენებული „ფაიზერის“ ან/და „მოდერნას“ ვაქცინების შესაძენად …

ქვეყანამ უნდა დაიწყოს მზადება მე-4 ტალღისთვის/ სექტემბრისთვის…

ელექტრონული ჯანდაცვა უნდა იქნას გაშვებული სექტემბრამდე“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system