თავში

კოვიდვაქცინაციის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია

კოვიდ​ვაქცინაციის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია
კოვიდვაქცინაციის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია

საქართველომ დონაციის სახით, COVID-19-ით ვაქცინაციისთვის 50 000 ცალი 0,3 მლ. დოზირებული მოცულობის შპრიცი მიიღო. ამის შესახებ report.ge-ს ჯანდაცვის სამინსიტროდან აცნობეს. 

"ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეციალური სახეობის შპრიცების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მხარემ აქტიურად იმუშავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ მწარმოებელ კომპანიებთან, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდურ კომპანიასთან - Hindustan Syringes & Medical Devices Ltd .

მიუხედავად დიდი მოთხოვნისა და შექმნილი დეფიციტისა, საქართველოს მხარის აქტიური ჩართულობით, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზეც.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია როგორც ინდოეთის, ასევე რეგიონალურ და გლობალურ ბაზარზე" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system