თავში

"კოვიდი არის ბიძინას ტყუპისცალი" - გუბაზ სანიკიძე

"კოვიდი არის ბიძინას ტყუპისცალი" - გუბაზ სანიკიძე
კოვიდი არის ბიძინას ტყუპისცალი - გუბაზ სანიკიძე

პარლამენტის დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ ქვეყაბაში არსებულ კოვიდვითარებაზე ისაუბრა. 

მისი თქმით მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი ჭიანურდება.

"ქვეყანას არ ცრიან, დაავადებულია ქვეყანა. კოვიდი არის ბიძინას ტყუპისცალი. ასე გაეხარებინოს კოვიდს ვინმე დედამიწაზე, როგორც ჩვენი ხელისუფლება, მე არ წარმომიდგენია. ყველას ეწყინა. ესენი ბედნიერები არიან", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ "ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 233 შემთხვევა დადასტურდა.

სულ ქვეყანაში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, დადასტურებულია ინფიცირების 432903 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 390827 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი განიკურნა 1934.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს 5948 მოქალაქე ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით სულ აცრილია 542 639 მოქალაქე.

დღიურად ქვეყანაში აიცრა 16 852 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system