თავში

კოვიდი გვეგონა, სანამ მიზეზი ვიპოვეთ - ნათია ფანჯიკიძე

კოვიდი გვეგონა, სანამ მიზეზი ვიპოვეთ - ნათია ფანჯიკიძე
კოვიდი გვეგონა, სანამ მიზეზი ვიპოვეთ - ნათია ფანჯიკიძე

ფქისოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"თბილისელებო რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში, და რაჭველებო-ც, ჩემმა ძმამ და ჩემმა შვილმა იყიდეს ე.წ. "სგუშონკა", რომელსაც 8 (რვა!) თვის წინ ჰქონდა ვადა გასული. რათქმაუნდა, ორივე მოწამლულია. კოვიდი გვეგონა, სანამ მიზეზი ვიპოვეთ და მივადექით აყროლებულ ქილას და წავიკითხეთ ვადა. ნუ, ამათ რომ არაფერი უთხრა პროდუქტის შეცვლილმა ფერმა და გემომ, ეს ჩვენი პრობლემა და ტკივილია, რას ვიზამთ, ნდობით სავსე კაცები არიან. თქვენ კი მინდა გაგაფრთხილოთ, როგორც ჩანს, იქ მაკონტროლებელი არ არსებობს, ვინც პროდუქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ეროვნული სინდისის მწვავე დეფიციტიცაა, ხოდა ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ საკუთარი თავების იმედი გქონდეთ და არ იყიდოთ არაფერი, ვადის შემოწმების გარეშე," - წერს ნათია ფანჯიკიძე Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system