თავში

"კოვიდინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი ვაქცინირებული არ ყოფილა" - თამარ გაბუნია

"კოვიდინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი ვაქცინირებული არ ყოფილა" - თამარ გაბუნია
კოვიდინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი ვაქცინირებული არ ყოფილა - თამარ გაბუნია

ჩვენ გავაკეთეთ ინფიცირებულების ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე, მათ შორის აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით, ინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი არ იყო ვაქცინირებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

"რაც შეეხება რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობას, რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით ერთ პროცენტამდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3 პროცენტი, ამ 3 500 პირიდან რეანიმაციაში ორჯერ ვაქცინირებულების ერთეული შემთხვევები მოხვდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს, იცავს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან, ეს არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენ ვაქცინაცია გავიკეთოთ", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, 18 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 26 363-მა ადამიანმა გაიკეთა.

სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი

ქვეყანაში 19 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 883 570 აცრა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა.

COVID-19-ის ახალი შემთხვევები საქართველოში

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system