თავში

"კოვიდის 10 მცნება" - ექიმის რჩევები ინფიცირებულებს

"კოვიდის 10 მცნება" - ექიმის რჩევები ინფიცირებულებს
კოვიდის 10 მცნება - ექიმის რჩევები ინფიცირებულებს

ექიმი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში საჯარო პოსტს ავრცელებს და მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს.

"ჩემი ხომ გჯერათ? ნუ ვისაც გჯერათ.

კოვიდის 10 მცნება:

დღე 1 - არ იცით რომ გაქვთ კოვიდი (იშვიათი გამონაკლისის გარდა)დღე 2 - გაიგეთ რომ გაქვთ კოვიდი (ესეც იშვიათია).

მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად. ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ, ჯერ არ გჭირდებათ.

დღე 3 - მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები.

დღე 4 - დალიეთ პარაცეტამოლი/იბუპროფენი მაღალ ტემპერატურაზე, მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად! ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ -მოძებნეთ ნაცნობი ექიმი, თხოვეთ დახმარება/დაკვალიანება, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები.

დღე 5 - მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია, გაუგზავნეთ ექიმს მონაცემები. დამატებითი მედიკამენტები შეუთანხმეთ ექიმს. ( ნებისმიერს, ვინც მანამდე გიცნობდათ და ენდობით)

დღე 6 - იგივეა, რაც დღე 5  

დღე 7 - თუ აქამდე უსიმპტომო ხართ, გილოცავთ! თქვენ შეგხვდათ კეთილი კოვიდი და სულ რაღაც სამ დღეში დასრულდება.

თუმცა :

აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ თავს გრძნობთ სუსტად და ცუდად, გაქვთ გახშირებული სუნთქვა, მომატებული პულსი, დაბალი სატურაციის ციფრები,  თუ ექიმი არ გპააუხობთ - თუ სასწრაფო არ გაპაუხობთ - მიდით ან მიაყვანინეთ თავი კლინიკაში, ნებისმიერში. 

ჰიპოქსიის (ჯანგბადის ნაკლებობის) დროს - ყოველი საათი მნიშვნელოვანია! ნუ დახარჯავთ მას სასწრაფოს ან ექიმის ლოდინში!!! დღე 8 - თუ ყველა წინა პუნქტი შესრულებულია

ა) თქვენ პრაქტიკულად დაასრულეთ კოვიდი

ბ) გიგრძელდებათ სიმპტომები, მაგრამ ხართ ყოჩაღად და მარჯვედ.

გ) ხართ კლინიკაში - მოეშვით და მიენდეთ ექიმებს. დაუჯერეთ მათ და ისუნთქეთ როგორც გასწავლიან .

დაიმახსოვრეთ - შფოთვა ყველაზე დიდი მტერია.

დღე 9 - კოვიდი უკან იხევს!

თქვენ ეს შეძელით.

თუ ისევ გიტევთ, ესეც დროებითია, თქვენ გაიმარჯვებთ.

დღე 10 - თუ თქვენ მიყევით ყველა პუნქტს პირნათლად, დიიიიიდი ალბათობით (90 % !! )

თქვენ დაამარცხეთ კოვიდი. გილოცავთ!

თქვენ კი, ვისთანაც ბრძოლა გრძელდება - კოვიდზე გამარჯვების სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გაქვთ!!! არ დანებდეთ!

#stopcovajara

p.s. ინფორმაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს, არსებობს არასტანდარტული მიმდინარეობა და იშვიათი გამონაკლისები, იშვიათი გამონაკლისები იშვიათია. გისურვებთ ჯანმრთელობას!", - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system