თავში

კოვიდით უმძიმესად დაავადებული დედა ვერ გადავურჩინე - ნანა გეგეჭკორის ემოციური პოსტი

კოვიდით უმძიმესად დაავადებული დედა ვერ გადავურჩინე - ნანა გეგეჭკორის ემოციური პოსტი
კოვიდით უმძიმესად დაავადებული დედა ვერ გადავურჩინე - ნანა გეგეჭკორის ემოციური პოსტი

ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვიდეოს და ემოციურ პოსტს აქვყენებს: "არ ვიცი ვინ არიან ეს მხიარული ბავშვები, მაგრამ ასეთები წარმომიდგენია ის ორი პატარა მექსიკელი რომელთაც 38 წლის, კოვიდით უმძიმესად დაავადებული დედა ვერ გადავურჩინე... მათი ხმა მესმოდა როცა ტელეფონით მამას ვუხსნიდი მეუღლის მდგომარეობას. ამ ჯადოსნურ ღამეს მინდა ვისურვო...

არასდროს დაობლდნენ პატარები...

არასდროს ვიყოთ უმწეონი გამოწვევების წინააღმდეგ...

არასდროს ვმტრობდეთ ერთმანეთს ადამიანები, მტრები არა-ადამიანური სამყაროდანაც არ გვაკლია...

უკვე გავლილი უმძიმესი წლისგან სწორი გაკვეთილი ვისწავლოთ და გაძლიერებულნი გამოვიდეთ სირთულეებიდან...

სამყარო უფრო უსაფრთხო გავხადოთ ყველასთვის...

სიცოცხლის თანაბარი უფლება ჰქონდეს ყველას...

გილოცავთ ახალ წელს! ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ! P.S. გულწრფელ მადლობას გიხდით ყველას უსაზღვრო სიყვარულისა და სითბოსთვის. 

მადლობა, ახლადშეძენილ უძვირფასეს მეგობრებს, რომ ხართ ჩემს ცხოვრებაში" - წერს გეგეჭკორი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system