თავში

კოვიდკლინიკები უქმდება? - ამირან გამყრელიძის განცხადება

კოვიდკლინიკები უქმდება? - ამირან გამყრელიძის განცხადება
კოვიდკლინიკები უქმდება? - ამირან გამყრელიძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, კოვიდკლინიკების სტატუსი გაუქმდეს ყველა კლინიკას დაევალოს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება. 

გამყრელიძე ადასტურებს, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა იყო, თუმცა აცხადებს, რომ ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და კვლავ გამიჯნულია კოვიდცენტრები სხვა კლინიკებისგან. 

„გადაწყვეტილება, როგორც ვიცი, მიღებული არ არის. საკოორდინაციო საბჭოზე რამდენჯერმე იყო ამაზე მსჯელობა. ჯერ კლინიკები კვლავ იყოფიან და არ ვიცი ცვლის თუ არა მიდგომას სამინისტრო, რადგან ახლა არიან გამოყოფილი კლინიკები, სადაც მხოლოდ „კოვიდით“ ინფიცირებულები თავსდებიან. თუმცა, დღევანდელი გავრცელების პირობებში შესაძლოა, „კოვიდიანი“ პაციენტი მოხვდეს სხვა კლინიკაში, რა თქმა უნდა, ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს ე.წ. ობსერვაციული განყოფილება, ეს მათი სალიცენზიო პირობაა და თუ ამ კლინიკაში დადგინდება ვირუსი, მისი სწრაფი იზოლირება უნდა მოხდეს, შემდეგ კი სხვაგან გადაყვანა, ან თუ მათ აქვთ იზოლირების საშუალება, იქ გაგრძელდეს მკურნალობა. არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება მზადდება თუ მომზადებულია. დღესაც იყო საკითხზე მსჯელობა და არის ასეთი შეხედულება, რომ უნდა იყოს მკვეთრად გამიჯნული კოვიდკლინიკები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system