თავში

"კრიმინალთან შეხება არასდროს ჰქონია" - რას ამბობენ ნიკა წურწუმიაზე მეზობლები

"კრიმინალთან შეხება არასდროს ჰქონია" - რას ამბობენ
კრიმინალთან შეხება არასდროს ჰქონია - რას ამბობენ ნიკა წურწუმიაზე მეზობლები

"საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილ ნიკა წურწუმიას, მეზობლები დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ მას კრიმინალთან კავშირი არასდროს ჰქონია და ზოგადად, უკონფლიქტო ადამიანია.

"ბანკში რომ შეიჭრა, ცოტა ხნის წინ, ტელევიზორიდან გავიგეთ. ნიკა წესიერი, პატიოსანი  და უკონფლიქტო ბიჭია. თვითონ მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, დედ-მამა უცხოეთში ჰყავს სამუშაოდ და აქ უკვე დიდი ხანია არავინ არ არის. მას არასდროს კრიმინალთან შეხება არ ჰქონია და არც ის ვიცი იარაღის შეძენა სად შეეძლო", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილი ნიკა წურწუმიას მეზობელმა.

ცნობისთვის, თბილისში, ავლაბარში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

"საქართველოს ბანკზე" შეიარაღებული თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system