თავში

კრისტიან ურსე: ვიმედოვნებთ, საარჩევნო საკითხებზე დიალოგი გაგრძელდება

კრისტიან ურსე: ვიმედოვნებთ, საარჩევნო საკითხებზე დიალოგი გაგრძელდება
კრისტიან ურსე: ვიმედოვნებთ, საარჩევნო საკითხებზე დიალოგი გაგრძელდება

ვიმედოვნებთ, საარჩევნო საკითხებზე დიალოგი გაგრძელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ განუცხადა.

მისი თქმით, შაბათს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული შეხვედრა კარგი ნაბიჯი იყო პოლარიზაციის შემსუბუქებისკენ.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი პოლარიზაციის შემსუბუქებისა და შერბილების კუთხით. ვიმედოვნებთ, დიალოგი და პოზიციების გაცვლა გაგრძელდება. რაც შეეხება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, პრინციპის დონეზე საქართველო გადადის პროპორციულ სისტემაზე. პრინციპის დონეზე საქართველო გადადის სრულიად პროპორციულ სისტემაზე. ეს უკვე ასახულია კონსტიტუციაში და ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოს რეკომენდაციებიც ამ მიმართულებით იყო. ასე რომ, ეს არის არსებული რეალობა, ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ დიალოგზე და მიმდინარე პროცესზე“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.

ცესკო-ს თავმჯდომარე პროექტის, „საარჩევნო პრაქტიკის რეფორმა საქართველოში“, ფარგლებში დაგეგმილ სემინარს ესწრება, რომელშიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system