თავში

კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა - ეზუგბაია

კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა - ეზუგბაია
კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა - ეზუგბაია

საქართველოში კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, მძიმე პაციენტების რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა.

„კოვიდცენტრებში მყოფი პაციენტებიდან ამ ეტაპზე 16 გვყავს კრიტიკულად მძიმე. მძიმე პაციენტების რაოდენობა 80-ზე მეტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდაამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 695-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 40-ით გაიზარდა და ჯამში 1534-ია.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ქვეყანაში კორონავირუსით სულ 20 პაციენტია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system