თავში

კრიზისი ჯერ არ დასრულებულა - ვაშაძე

კრიზისი ჯერ არ დასრულებულა - ვაშაძე
კრიზისი ჯერ არ დასრულებულა - ვაშაძე

ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ, მაგრამ ჯერ პოლიტიკური კრიზისი არ დასრულებულა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, სესიის დაწყებამდე განაცხადა.

„კრიზისი დასრულდება მაშინ, როდესაც პოლიტპატიმრები თავისუფალი იქნებიან, როცა ყველა ის კანონი, რაც მისაღებია, იქნება მიღებული და რაც მთავარია, ოქტომბერში საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდება. ამ რეფერენდუმით საქართველოს მოქალაქეები შეთანხმების შესაბამისად გადაწყვეტენ 2020 წლის არჩევნები იყო ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური. უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და უნდა შეიცვალოს თუ არა ხელისუფლება ქვეყანაში. გულწრფელად მინდა ვთქვა, ეს არის ღირსეული დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის, მადლობა ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს. და რაც მთავარია, წინ რთული დღეები გველის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system