თავში

კრტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

კრტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 091 ადამიანიდან 864 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აქედან, 386 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"მძიმე პაციენტია 864 პირი, მათ შორის, თბილისში - 394, აჭარაში - 147, იმერეთში - 202. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 114, იმერეთში - 45. 3 449 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 138 - თბილისში, 1 659 - აჭარაში, 310 - იმერეთში", - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის რეკორდული შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 104 732-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system