თავში

კრწანისის ქუჩაზე დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
კრწანისის ქუჩაზე დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ 1 პირი გარდაიცვალა. ინფორმაციას კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლამდე ასაკის კაცია.

პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში შაბათს, 12 ივნისს მოხდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system