თავში

ქუჩები, სადაც ხვალ ელექტროენერგია შეიზღუდება

ქუჩები, სადაც ხვალ ელექტროენერგია შეიზღუდება
ქუჩები, სადაც ხვალ ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო 30 სექტემბერს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის III, IV კვარტლების, შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის, კონსტანტინე კაპანელის და ხომლის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ახალუბნის, თამაზ მუჯირიშვილის, ბეღლეთის, გალავნის, კაიშაურის, ნაქერალის, ოძისის, რუისპირის, საინგილოს, სომხეთის, ფშავის, შილდის და გოლოვნის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system