თავში

ქუჩები, სადაც ელექტროენერგია გაითიშება - ჩამონათვალი

ქუჩები, სადაც ელექტროენერგია გაითიშება - ჩამონათვალი
ქუჩები, სადაც ელექტროენერგია გაითიშება - ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, 13 მაისს შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, ნიკოლაძის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ჩანტლაძის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, ლერმონტოვის, დადიანის, მაჩაბელის, ასათიანის, ამაღლების, ჭონქაძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის, დავითაშვილის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ბერიძის, ჩიტაძის, დუმბაძის, გერგეთის, მესხის, სავანელის, შინდისის, ავთანდილის, ოქროყანის, შხეფის და წავკისის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის და რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, კანდელაკის, ონიაშვილის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, გამყრელიძის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ყუშიტაშვილის, ბუდაპეშტის, ყაზბეგის, თავხელიძის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის და მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის (ნაწილობრივ), რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და სადგურის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system