თავში

ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება
ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ, 6 თებერვალს, თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system