თავში

კულუმბეგოვი: შეზღუდვები, სავარაუდოდ, დეკემბერსა და იანვარში იმოქმედებს

კულუმბეგოვი: შეზღუდვები, სავარაუდოდ, დეკემბერსა და იანვარში იმოქმედებს
კულუმბეგოვი: შეზღუდვები, სავარაუდოდ, დეკემბერსა და იანვარში იმოქმედებს

კონკრეტულად, რა შეზღუდვები იმოქმედებს, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვები, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო გამოაცხადებს, სავარაუდოდ, დეკემბერსა და იანვარში იმოქმედებს.

„ორი განსაკუთრებული თვე იქნება – დეკემბერი და იანვრის პერიოდი, როცა გარკვეულად ეს შეზღუდვები იმოქმედებს. კონკრეტულად, რა შეზღუდვები იმოქმედებს, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც შეეძლება ხალხს გააცნოს, ეს იქნება საკოორდინაციო საბჭო. შეთავაზება არის ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანების მობილობაზე გავლენას ახდენს, კონკრეტულად რომელ მათგანს შეეხება არ ვიცით. ეს არის იმისთვის, რომ პიკური სიტუაცია გადავიყვანოთ პლატოში", – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში სრული ლოქდაუნი არ იგეგმება.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეხვედრის დასრულებს შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ხვალ გამოაცხადებს.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 128 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 111 818-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი და საერთო რაოდენობა 92 215-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 39 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 051 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system