თავში

კულუმბეგოვი: ასეთი ტემპერატურა საგანგაშოდ არ ითვლება

კულუმბეგოვი: ასეთი ტემპერატურა საგანგაშოდ არ ითვლება
კულუმბეგოვი: ასეთი ტემპერატურა საგანგაშოდ არ ითვლება

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდგადატანილ პაციენტებში ტემპერატურა შეიძლება გაგრძელდეს 10-12 დღე და ზოგჯერ, რამდენიმე კვირაც კი, თუმცა, ეს საგანგაშო არ არის. 

მისივე თქმით, საყურადღებოა იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურას თან ახლავს სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება.

„ნარჩენი ტემპერატურა, 37,1,  37,2 და 37,3 შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი. ეს საკმაოდ ძლიერი ვირუსია და იმუნოლოგიურ ძვრებს იწვევს. თავის ტვინში არსებულ თერმორეგულაციის გზებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ამიტომ რამდენიმე კვირის განმავლობაშიც, ხანდახან რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი, ასეთი ტემპერატურა საგანგაშოდ არ ითვლება თუ მას რაიმე სხვა სიმპტომები არ ახლავს.

თუ ტემპერატურასთან ერთად არის ძლიერი სისუსტე, გულის ფრიალი, ქოშინი კიბეებზე ასვლისას და ა.შ. მაშინ აუცილებელია ექიმს მივმართოთ. 

თუ ეს სიმპტომები არ არის და დღის განმავლობაში მხოლოდ ფიქსირდება 37,2 და 37, 3 ტემპერატურა, ეს სიცხედ არ ითვლება და რამდენიმე კვირაში აუცილებლად გაგიქრებათ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მაესტროს" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system