თავში

კულუმბეგოვი: თუ პაციენტების რაოდენობა ყოველდღე 200-ით გაიზარდა, ამას ვერ გავუძლებთ

კულუმბეგოვი: თუ პაციენტების რაოდენობა ყოველდღე 200-ით
კულუმბეგოვი: თუ პაციენტების რაოდენობა ყოველდღე 200-ით გაიზარდა, ამას ვერ გავუძლებთ

თუ პაციენტების რაოდენობა ყოველდღე 200-ით გაიზარდა, ამას ვერ გავუძლებთ, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნილოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა მოხდეს პაციენტების ბინაზე მართვის დანერგვა, რომ სამედიცინო დაწესებულებებზე წნეხი შემცირდეს.  

"უნდა ვთქვათ რომ, რაც უფრო მეტი პაციენტი დაგვიგროვდება, შესაძლო ანალიზების დაგვიანება, შესაძლო განაწილებისა და ტრიაჟის პრობლემა, შესაძლო სტაციონარული მართვაში დაშვებული ხარვეზები, უფრო მეტი დაგვიგროვდება.

ჩვენი ქვეყანა არ არის მზად გაუმკლავდეს ათიათასობით ადამიანს, იმიტომ რომ ამას ვერ გაუძლო ძალიან განვითარებულმა და ორგანიზებულმა ჯანდაცვის სისტემებმა.

ადამიანებმა, რასაკვირველია, მაქსიმალური უნდა მოვინდომოთ და რეგულაციების გამკაცრების ერთადერთი თხოვნა, ეს გახლავთ ნიღბის ტარება ყველგან, სადაც ეს საჭიროა. თუ ორი ადამიანიდან, ერთი დაავადებულია და ორივე ნიღაბს ატარებს, პრაქტიკულად, მეორეს ვირუსი არ გადაეცემა. 

მარტში და აპრილში წარმოუდგენელი იყო, ლოკალური აფეთქების ადგილებში კარვების დადგმა. მაშინ ჩვენი რესურსი 10-15 ათსი ტესტი იყო, დღეს უკვე ნახევარი მილიონია, ამიტომ ჩვენ ჩვენ თავზე უფრო მეტის აღების უფლება გვაქვს, რომ ვმართოთ ინფექცია.

არ უნდა დაგვიანდეს, ამბულატორიულმა სექტორმა და თუნდაც დედაქალაქში, ბინაზე მართვის პილოტური ცდა დაიწყოს. არ უნდა დაველოდოთ დიდი რაოდენობით პაციენტების დაგროვებას, იმიტომ რომ მერე შეიძლება ეს უნარჩვევები არ აღმოგვაჩნდეს.

მნიშვნელოვანია ექიმების განათლების ხარისხის გაუმჯობესებაც, რაც სიმშვიდის საშუალებას მოგვცემს. ექიმმა უნდა იცოდეს სად აიღოს პასუხისმგებლობა და როდის დატოვოს პაციენტი სახლში, რომ არ მოხდეს დიდი დატვირთვა კლინიკებზე," - განაცხადა კულუმბეგოვმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system