თავში

კულუმბეგოვი: ვაქცინის შექმნა იქნება გარდამტეხი, პანდემიის დასრულების გზაზე

კულუმბეგოვი: ვაქცინის შექმნა იქნება გარდამტეხი, პანდემიის დასრულების გზაზე
კულუმბეგოვი: ვაქცინის შექმნა იქნება გარდამტეხი, პანდემიის დასრულების გზაზე

"ვაქცინის შექმნა იქნება გარდამტეხი პანდემიის დასრულების გზაზე",- ამის შესახებ ალერგოლოგმა იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის მსოფლიოში 10 ვაქცინა გადის მესამე ფაზას.

"ვაქცინის შექმნა იქნება გარდამტეხი პანდემიის დასრულების გზაზე, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ვაქცინის შექმნა არ არის მარტივი პროცესი, ის ძალიან სერიოზული მედიკამენტია, რომელმაც უნდა გაუძლოს ძალიან ბევრ მაღალი სტანდარტის მოთხოვნას, პირველ რიგში, ის უნდა იყოს ძალიან კარგი იმუნური სისტემის ინდუქციის უნარის მატარებელი, ანუ შეეძლოს მახსოვრობა გამოიწვიოს, იმ ინფექციური აგენტის მიმართ, რის გამოც ჩვენ მას ვიკეთებთ და არაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენა არ უნდა ჰქონდეს. როცა გამოჩნდა ეს ინფექცია, ვაქცინების რბოლა იანვრის თვიდანაც კი დაიწყო და მთელი მსოფლიოს ბიოტექნიკური მეცნიერებები გააქტიურდნენ ძალიან, რომ ვაქცინა შექმნილიყო, ეს განაპირობა იმან, რომ ამ ვირუსის გენეტიკური გაშიფვრა მალე მოხდა, შესაბამისად თითქმის 200-მდე ვაქცინაა შექმნილი და კვლევის ფაზაშია", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

იმუნოლოგის თქმით, ფაიზერის ვაქცინის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი, თუმცა მისი კვლევის მესამე ფაზა ჯერ არ დასრულებულა.

"რაც შეეხება ფაიზერის ვაქცინას, ის ამ დოისთვის კვლევის მესამე ფაზაშია და მესამე ეტაპი ჯერ არ დასრულებულა. მსოფლიოში მესამე ფაზაში სულ 10 ვაქცინაა, ფაიზერი უბრალოდ პირველი აღმოჩნდა, ვინც დაასწრო ინფორმაციის გავრცელება სხვებს. მე პოზიტიურად ვარ განწყობილი ვაქცინის მიმართ, თუმცა ერთი ნიუანსი არ უნდა გამოგვრჩეს, გვერდით მოვლენებსა და სხვა ნიუანსებზე ორი წელი გაგრძელდება ვაქცინირებულ ადამიანებზე დაკვირვება",- განაცხადა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system