თავში

კულუმბეგოვი: ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის 100%-იანი წამალია

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის 100%-იანი წამალია
კულუმბეგოვი:  ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის 100%-იანი წამალია

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მოუწოდებს არ გამოიყენონ სამედიცინო საშუალებები დამოუკიდებლად, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის გარეშე. 

მისი თქმით, კორონავირუსისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება პირბადის სწორად გამოყენება და დისტანციის დაცვაა.

"არავითარი სამკურნალო და მითუმეტეს პრევენციული საშუალება კორონავიურუსის წინააღმდეგ არ არსებობს. კორონავირუსისგან დაცვის ალბათობას ზრდის მხოლოდ ხელის ჰიგიენა და პირბადის სწორი გამოყენება, ასევე დისტანცია ადამიანებთან", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ამასთან, იმუნოლოგის თქმით, ზოგიერთმა სამედიცინო საშალუებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანიც კი მიაყენოს ადამიანს.

"შეიძლება წყალბადის ზეჟანგის გამოყენებამ, შესაძლოა ადამიანს ისეთი ზიანი მიაყენოს, კორონავირუსისგან გამოწვეული ზიანი მონაგონი აღმოჩნდესზოგიერთი ანტიბიოტიკის სახელიც ვრცელდება სოციალურ ქსელში და ამბობენ, რომ ეს არის 100%-იანი კორონავირუსის წამალი. ეს არის აბსოლუტური, მტკნარი სიცრუე ", - თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system