თავში

კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი გაიხსნა

კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი გაიხსნა
კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი გაიხსნა

აჭარის მაღალმთიანეთში სათხილამურო კურორტი გოდერძი გაიხსნა. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის ზომების ფარგლებში მოხდა საბაგიროს და მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია, გაკონტროლდება მწვანე პასპორტი, დისტანციის დაცვა. მონიტორინგი ხორციელდება საბაგიროებით მგზავრობის პროცესშიც. 

კურორტ გოდერძიზე გახსნილია და ფუნქციონირებს სასტუმროები, კოტეჯები. აჭრაში ზამთრის საკურორტო სეზონის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა. 

კურორტზე სამაშველო ჯგუფი მუდმივ რეჟიმშია მობილიზებული. მათ აქვთ პირველად სამედიცინო აღჭურვილობა. მაშველებს ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე - "პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება კოვიდის საფრთხეებისა და გამოწვევის პირობებში"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system