თავში

ქუთაისში ,,გოლიათი" ბიჭი დაიბადა

ქუთაისში ,,გოლიათი" ბიჭი დაიბადა
ქუთაისში ,,გოლიათი ბიჭი დაიბადა

ქუთაისში, „კლინიკა ბომონდის" კოვიდცენტრში, საკეისრო კვეთის შედეგად, „გოლიათი“ ბიჭი დაიბადა. ახალშობილი 5 კილოგრამს იწონის და მისი სიმაღლე 54 სანტიმეტრია. 

როგორც კლინიკაში აცხადებენ, „გოლიათის“ დედა ქუთაისის მკვიდრია, რომელიც კლინიკაში 39 კვირის ორსული, დადასტურებული კორონავირუსით, ერთი დღის წინ შეიყვანეს. მათივე ინფორმაციით, პაციენტს ასევე აღენიშნებოდა ზოგადი სისუსტე და ტემპერატურის მატება.

„ჩვენს კოვიდგანყოფილებაში მიჩვეული ვართ ტყუპების დაბადებას, თუმცა, დღეს სასიხარულოა ის ფაქტი, რომ „გოლიათი“ დაიბადა. ამ დროისთვის დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ“, - ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

კლინიკის ინფორმაციით, ჩვილს კორონავირუსი არ უდასტურდება.

ამ დროისთვის „კლინიკა ბომონდის" კოვიდცენტრში მკურნალობა-მეთვალყურეობას 32 ორსული და მელოგინე გადის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system