თავში

ქუთაისის აეროპორტის კაფეში მომხმარებელს დაობებული ღვეზელი მიჰყიდეს

ქუთაისის აეროპორტის
ქუთაისის აეროპორტის  კაფეში მომხმარებელს დაობებული ღვეზელი მიჰყიდეს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კაფეში მოქალაქეს დაობებული ღვეზელი მიჰყიდეს.

ნინი ნაცვალაძე-გაბუნია აცხადებს, რომ ღვეზელი აეროპორტში არსებულ კაფე "მიმინო"-ში შეიძინა.
"ეს ღვეზელი ქუთაისის აეროპორტში კაფე “მიმინო”-ში შევიძინეთ. კარტოფილის ღვეზელი ფაქტობრივად ცალი თირკმლის ფასად დამიჯდა. უკვე გზაში ვართ და თბილისში მივდივართ, მირჩიეთ რა უნდა მოვიმოქმედოთ ასე დისტანციურად. არ მინდა, რომ შერჩეთ მიზანმიმართულად ადამიანების მოწამვლა",-აცხადებს მოქალაქე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მომხდარით დაინტერესდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system