თავში

ქუთაისის ახლადარჩეულ მერს კორონავირუის დაუდასტურდა

ქუთაისის ახლადარჩეულ მერს კორონავირუის დაუდასტურდა
ქუთაისის ახლადარჩეულ მერს კორონავირუის დაუდასტურდა

"მეგობრებო, მეც დამიდასტურდა კორონავირუსი და უკვე იზოლაციაში ვარ",- ამის შესახებ ქუთაისის ახლადარჩული მერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში გამოწვევა ახლა როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვისაც კორონავირუსია, რომლის გავრცელების მასშტაბები სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისევ დიდია.

"ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაც ვირუსის გავრცელებასთან ერთად იზრდება და მგონი, აღარ დარჩა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ კოვიდ-19 მითია.

ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა, შევაჩეროთ ინფექციის გავრცელება. ჩვენი, თითოეულის ვალდებულებაა, გავუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ჩვენს მოქალაქეებს.

მოგმართავთ თხოვნით, იყავით ფრთხილად, გაითვალისწინეთ ყველა მოწოდება, რაც ჩვენ სასიკეთოდ კეთდება, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის წესები, ვატაროთ პირბადე, აუცილებელობის გარდა, მოვერიდოთ ქუჩაში გასვლას, არ მოვაწყოთ თავყრილობები, რადგან ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელია, კორონავირუსზე გამარჯვება შევძლოთ",- წერს ქუთაისის მერი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის,გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 780 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 118 690-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system